მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ფდ
BM. GE
05.09.23 19:53
77

პარლამენტარებმა პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს დეპუტატ ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,  ქეთევან დუმბაძე  მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები