მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომელიც ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს

პარ
BM. GE
19.09.23 21:30
9

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

პროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამი ეტაპისგან შედგება.

პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მოხდა, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ვერც ამ ეტაპზე მოხდა, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს არჩევისთვის კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ არჩევა ვერც მესამე კენჭისყრით მოხდა, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთი კვირაში ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიასა და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას გაუგზავნის.

პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე დანიშნოს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები