მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა, სადაც მარტო “ოცნების” დეპუტატები არიან, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო

XI წევრი

პარლამენტმა XI მოწვევის პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. 88 - მომხრე, 0 - წინააღმდეგი.

უნდა აღინიშნოს, რომ სხდომა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატების თანდასწრებით იმართება და მას ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებიან, რადგან არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. პირველ სხდომას არ ესწრება არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პირველი სხდომის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ - 19 მანდატი (11, 03%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ - 16 მანდატი (10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის“- 12 მანდატი (7,78%).

პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები