მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნის ცვლილებები უკან გაიწვია

თბილისის საკრებულო

"ოცნების" პარლამენტმა უკან გაიწვია გასულ კვირას ინიციირებული და დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნას ითვალისწინებდა. კანონის უკან გაწვევის შესახებ IPN-ი წერს.

საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე ემატებოდა და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლებოდა. პროექტის ფარგლებში ასევე იყო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსურ ტვირთს გაზრდიდა, რისი განხორციელებაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

არადა, კანონის განმარტებით ბარათში ნათლად ჩანდა, რომ საბიუჯეტო ტვირთი გაიზრდებოდა.

დოკუმენტის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მაქსიმალური ანაზღაურება იქნება 4 000 ლარი, ხოლო თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების მაქსიმალური ანაზღაურება თბილისში – 9 600 ლარი, სხვა ქალაქებში – 7 200 ლარი უნდა ყოფილიყო.

ინიცირებული და უკან გაწვეული ცვლილებები:

საკრებულოებში ახალი თანამდებობები შეიქმნება – მოადგილეების რაოდენობა იზრდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები