მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა სამი კომიტეტის, სამი ახალი თავმჯდომარე აირჩია

632a01a576653
BM.GE
20.09.22 22:10
479
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის, სამი ახალი თავმჯდომარე აირჩია -ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

მათი ცნობით, დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ (87 ხმით) კახა კახიშვილი აირჩიეს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (90 ხმით) ირაკლი მეძმარიაშვილი გახდა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (91 ხმით) ამიერიდან ზაზა ლომინაძე იქნება. 

ინფორმაციაში წერია, რომ აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები