მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო - რას გულისხმობს?

649d817c9d79f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 17:40
720
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან ერთად. 

კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას ან სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ემისიების შემცირებას და კონტროლს, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. კანონპროექტი განსაზღვრავს ასევე საქმიანობათა ნუსხას სიმძლავრეებითა და წარმადობების მიხედვით და ის ისეთ წარმოებებს დაარეგულირებს, როგორიცაა ენერგიის წარმოება, ლითონის წარმოება და დამუშავება, მინერალური ნედლეულის გადამუშავება, ქიმიური მრეწველობა, ნარჩენების მართვა - დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების განთავსება და აღდგენა, რომელიც რამდენიმე ოპერაციას მოიცავს.

კანონპროექტი განსაზღვრავს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და ამ პირობების შესრულების კონტროლს, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური თუ იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.

აღსანიშნია, რომ ინტეგრირებული ნებართვების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კომპანია 25 000-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმდება. ინტეგრირებული ნებართვების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ჯარიმა 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

კანონპროექტით ასევე, წესრიგდება ინტეგრირებული ნებართვის გაცემასთან, მონიტორინგთან, კონტროლთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის 30 მუხლში აღნიშნულია, რომ კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, გარდა პირველი და 27-ე მუხლებისა და I-III დანართებისა, რომლებიც 2026 წლის პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.

კანონპროექტის ნახვა დეტალურად შეგიძლიათ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები