მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში "ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია წარადგინეს"

ენერგოუსაფრთხოება

პარლამენტში ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია წარადგინეს. ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2027 წლის დასაწყისში ელექტროენერგიის წლიური წარმოების წილი ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს; 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ირწმუნება, რომ ქართული ოცნების პირობებში მიზნის მიღწევა სრულიად შესაძლებელია.

"ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, შესაბამისი ინდიკატორები განსაზღვრულიყო, რომლებიც ერთი მხრივ, განახლებადი ენერგიების გენერაციის უფრო განვითარებას შეუწყობდა და მეორე მხრივ, ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით გააძლიერებდა. კონცეფცია სრულად თანხვედრაშია სახელმწიფოსა და ეკონომიკის სამინისტროს გეგმებთან, იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ევროკავშირთან გვაქვს", - განაცხადა დავით სონღულაშვილთან.

კონცეფციაში წერია, რომ ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრის, მისი რეგულარული განახლების და მონიტორინგის მიზნით, მთავრობამ მდგრადი პროცესი უნდა ჩამოაყალიბოს. მათ შორის, საკოორდინაციო საბჭო შექმნას, რომელიც მთელ ენერგეტიკულ სექტორს გააანალიზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები