მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ შეიქმნება

61bb05db07371
ინგა მურუსიძე
16.12.21 13:36
482
პარლამენტში ხელახლა შეიქმნება ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“. ამის შესახებ საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილის თქმით, ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ ერთი წევრის გამოკლების შემდეგ დაიშალა, მაგრამ ახლა, რაც მას შეუერთდა ერთი პარლამენტის წევრი, ხელახლა შემოიტანეს განაცხადი ფრაქციის შექმნის თაობაზე.

საკითხი წარედგინა პარლამენტის ბიუროს, რომელმაც ის ცნობად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები