მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?

63a31b3e5c872
BM.GE
21.12.22 18:39
563
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები განიხილეს. ცვლილებებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მმართველობითი ორგანოს - საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღი 2023 წლის იანვრის ნაცვლად 2025 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განმარტა, მოქმედი კანონით სააგენტოს მოწყობის ფორმა იცვლება. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს მმართველობითი ორგანო პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო იქნება და მისი მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის 1 თებერვლამდე უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება.

თუმცა, მომხსენებლის თქმით, არსებული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადამ გადაიწიოს 2025 წლის პირველ იანვრამდე, რათა საჭირო არ გახდეს ბიუჯეტიდან დამატებითი, მნიშვნელოვანი ოდენობის სახსრების გამოყოფა. შესაბამისად, საბჭოს წევრების სახელფასო ფონდში შესატანი საბიუჯეტო რესურსი და საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის გასაწევი ერთჯერადი ხარჯები მოხმარდება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე კანონებში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და რეგლამენტის პროექტში „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები