მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში მარიამ ქვრივიშვილს ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს

60ab730dead49
BM.GE
24.05.21 13:21
2748
"ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა - ის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა. პარლამენტიდან დეპუტატის წასვლის შემდეგ ქვრივიშვილის პოზიციას სიაში ადგილმონაცვლე დაიკავებს, ეს სიის 68-ე წევრი ბაია კვიციანი იქნება. 

თავად მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ბაია კვიციანი ტანსაცმლის ქართული კომპანია "დალოოდის" ბრენდ მენეჯერია. კომპანიის კრეატიული დირექტორი კი მისი და, მაკა კვიციანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები