პარლამენტში, პირველი სესიიდან ამოქმედებული უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმდა.
"პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია.
პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ", - წერია პარლამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.