პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
მედიის ცნობით, მოქალაქეები მოთხოვნას დაემორჩილნენ, თუმცა მოულოდნელად რამდენიმე პირი დააკავეს. მოქალაქეები ამ წუთებში არ ატარებენ იმ მანქანებს, რომელშიც დაკავებულები იმყოფებიან.
განახლება:
შინაგან საქმეთა სამინისტროში bm.ge-ის უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. რა მუხლით არიან დაკავებული დემონსტრანტები შსს-დან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.




























