პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. აქცია მთელი დღეა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყო, მოქალაქეებმა ხმაური ატეხეს, მათ შორის პარლამენტის შესასვლელთან განთავსებულ რკინის კარზე.
ხმაურსა და არეულობაში დააკავეს ერთი მოქალაქე. ასევე უცნობია მიზეზი, თუმცა სამართალდამცველებმა ჟურნალისტი რატი მუჯირი შენობის ეზოში შეიყვანეს.
„ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციის ფონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო.