მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პროევროპული პროტესტის ერთი თვე

აქცია 28 დეკემბერი

საქართველოს პარლამენტის შენობასთან პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს, უწყვეტი აქციების ერთი თვის თავზე, ქვეყანაში ერთობის ჯაჭვი შედგა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ტრადიციული შეკრების ადგილას, პარლამენტთან გადაინაცვლეს.

დღეს, მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 15:00 საათიდან "ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" დედაქალაქის 7 ხიდზე შეიკრა:

  • მეტეხის ხიდი
  • მშვიდობის ხიდი
  • ბარათაშვილის ხიდი
  • ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი
  • გალაკტიონ ტაბიძის ხიდი
  • თამარ მეფის ხიდი
  • ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი

თბილისში ერთობის ჯაჭვს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ამასთან, დღის განმავლობაში არაერთი აქცია და მსვლელობა მიმდინარეობდა, მათ შორის: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის (GZAAT) კურსდამთავრებულთა მარში, თსუ-ს სტუდენტების, კურსდამთავრებულების და ლექტორების მარში, იტალოფილების მარში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარში, ანტისაოკუპაციო მარში.

ამასთან, 19:00 საათიდან დაიწყო მარშების ნაწილი, მათ შორის სპორტსმენების მარში რესპუბლიკის მოედნიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები