საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა სადაც ძირითადი თემა კარდიო, პერიო და დიაბეტი იყო. პერიო & კარდიო ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციისა და გულის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციის შედეგია, რომელიც პაროდონტიტსა და კარდიოვასკულარულ დაავადებებს შორის კავშირების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კონფერენციაში მონაწილეობა 100-მდე ადგილობრივმა, საერთაშორისო ექიმ-სტომატოლოგებმა, კარდიოლოგებმა და ენდოკრინოლოგებმა მიიღეს.


































