მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტიას არ გადაუხვევია იმ ღირებულებებიდან, რომელიც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადდა. ამ გზას ვაგრძელებთ - კახა კალაძე

თბილისის მერია
30.12.23 15:53
274

მნიშვნელოვანი დღეა - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო აირჩა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა შეირჩა, - ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც პარტიის რიგით მე-7 ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კალაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო.

„პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა, სადაც აირჩა პოლიტსაბჭო და საპატიო თავმჯდომარედ იქნა წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, ადამიანის, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წლის ცვლილებებში.

ამ დროიდან დღემდე პარტიას არ გადაუხვევია იმ ღირებულებებიდან, რომელიც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადდა. ვაგრძელებთ ამ გზას - დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტაში წაადგება არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები