მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქ ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“ არაფერ შუაშია... ჰკითხეთ ბატონ მამუკას, თუ შექმნია ოდესმე პრობლემა"

63d2a6fd9560b
ალა ისპირიანი
26.01.23 20:00
7317
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "ლაგუნა ვერეს" სარეკრეაციო ზონის ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავს. მან თქვა, რომ სატრანსპორტო კვლევების გარეშე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა.

bm.ge-ს კითხვაზე, ნებართვის გაცემის, ზონის შეცვლის და სხვა საკითხებში, არის თუ არა „ქართუ“ ფაქტორი, თბილისის მერი ირწმუნება, რომ არ არის და მაგალითად მამუკა ხაზარაძე მოჰყავს.

„თქვენ იცით რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს დედაქალაქში? რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ნებართვები? არასდროს უკან არ დაგვიხევია, მოგაწოდებთ ინფორმაციას. აქ ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“ არაფერ შუაშია. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით. სიძლიერე მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით.

თქვენ როგორ ფიქრობთ, მამუკა ხაზარაძის პროექტი ავიღოთ ლისის ტბის მიმდებარედ. ჰკითხეთ ბატონ მამუკას, თუ შექმნია ოდესმე პრობლემა პროექტთან მიმართებით, ან სხვა პროექტებთან, რომლებსაც ახორციელებს. რაც ხელისუფლებაში ვარ, არასოდეს მიკადრია და არც ვიკადრებ, რომ ვიღაცას ხელი შევუშალოთ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან დავაზიანოთ, ან ხელი შევუწყოთ“, - თქვა კალაძემ.


კახა კალაძე გენგეგმის ავტორის კრიტიკას პასუხობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები