მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციებზე საუბარი არ ყოფილა - დავითაშვილი

6474ca4a64104
ალა ისპირიანი
29.05.23 19:51
567
"პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციებზე საუბარი არ ყოფილა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოსა და ევროპელ პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მხარეებს საუბრები აქვთ.

„ევროპელ პარტნიორებთან პოზიტიური შეხვედრები ხშირად გვაქვს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ვისურვებდით, რომ თანამშრომლობის ასპექტებზე მეტად გვესაუბრა.
ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ვერ ვჯერდებით და აზრთა სხვადასხვაობები არსებობს. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ საკითხზე, რომელიც მათ დასვეს. ეს ყველაფერი დისკუსიის პროცესია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ძალიან ღია და გახსნილი საუბრები გვაქვს.

ეს მუშა პროცესია, ასე რომ, ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეგვიძლია.

პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები