მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის - კობახიძე ღარიბაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე

კობახიძე ღარიბაშვილი

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასა და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

„მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის. მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება“, – განაცხადა მან.

კობახიძემ დასძინა, რომ კონკრეტული დეტალების მიწოდება მისი კომპეტენცია არ არის.

„მე არ მაქვს ამის უფლება. გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერი პასუხი. მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაჩხრიკეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების და სანდრო ლილუაშვილის სახლები. ამოღებულია დაახლოებით 7,002,200 აშშ დოლარი, 136,000 ლარი და ძვირფასეულობა. თუმცა, რა საქმის ფარგლებში მოხდა ჩხრეკა, საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ ამბობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები