პასუხისმგებლობა ორმხრივია... გამგები გაიგებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქმე ისაა, რომ 6 თებერვალს თბილისის 200-მდე რესტორანი თვითნებურ გახსნას გეგმავდა; პრემიერ-მინისტრმა კი დღეს თქვა, რომ "კანონის მიზანმიმართულად დამრღვევები" აუცილებლად დაისჯებიან. მთავრობა ბიზნესს მოუწოდებს, წესები დაიცვან.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ვის გულისხმობდა პრემიერმინისტრი, როდესაც აღნიშნული განცხადება გააკეთა, ეკონომიკის მინისტრი კი ამბობს, რომ აქ იგულისხმება ყველა ბიზნესი და არა ერთი რომელიმე სექტორი.
„არ მინდა ეს მიჩნეული იყოს, რომ რესტორნების წინააღმდეგაა მიმართული ეს ყველაფერი, რადგან ეს შეეხება ყველა ბიზნესს, მათ შორის იმათ, რომელიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს და პროგრამებით სარგებლობს თითქმის ყველა. პასუხისმგებლობა უნდა იყოს ორმხრივი. გამგები გაიგებს...“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























