მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატიმრობა შეეფარდათ პირებს, რომლებმაც საპროცესო შეთანხმების დაპირებით ₾270 ათასი მიითვისეს

თბილისის პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს პატიმრობა უკვე შეუფარდა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახის წევრი დაარწმუნეს და დაჰპირდნენ მას, რომ თითქოსდა გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებდნენ მის ოჯახის წევრს. ამ საბაბით, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დაკავებულია, ხოლო თაღლითური ჯგუფის ერთი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები