ევროკავშირის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს 36 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას.
"ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის - საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს", - წერია საელჩოს განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები, ასობით ადამიანი კი დაშავდა. 9 აპრილიდან ორი წლის თავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობა.