მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პ’აუზამ“ ზაფხულის სეზონი გახსნა - რა ეღირება აუზზე ვიზიტი?

648330214595e
სალომე ხიდურელი
09.06.23 23:55
5946
ზაფხულის მოსვლასთან ერთად, თბილისის ღია აუზები დამსვენებლების მიღებისთვის ემზადებიან. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ განთავსებულმა სპა-ცენტრმა „პ’აუზა“ ღია აუზი გახსნა და პირველი მომხმარებლებიც მიიღო. ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ფოფხაძემ განუცხადა.

„აუზის სეზონი ივნისის დასაწყისში გავხსენით. უფრო ადრეც გვინდოდა, თუმცა ამინდის გამოსვლას ველოდებოდით და პირველივე მზიან დღეს გავიხსენით. მომართვიანობა უკვე საკმაოდ კარგი გვაქვს, თუმცა, სეზონის განმავლობაში, მის ზრდას ვვარაუდობთ“, - ამბობს მარიამ ფოფხაძე.

„პ’აუზას“ წარმომადგენლის თქმით, წინა სეზონთან შედარებით ფასები გაზრდილია, თუმცა აუზი კონკურენტუნარიან ფასებს ინარჩუნებს.
„ერთჯერადი ვიზიტი კვირის დღეებში 120 ლარი ღირს, შაბათ-კვირას კი 150 ლარი. წინა სეზონთან შედარებით ეს ფასი ოდნავ გაზრდილია, თუმცა ეს განპირობებულია მაღალი მომართვიანობით. რა თქმა უნდა, შედარებით იაფი სეზონის დაწყებამდეა. ვფიქრობთ, სხვა აუზებთან შედარებით, საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს.

აუზს ერთდროულად 60 ადამიანის მიღების რესურსი აქვს. ერთჯერადი ვიზიტის ფასში შედის არა მხოლოდ აუზით სარგებლობა, არამედ „პ’აუზას“ სპა მომსახურებაც: ჩვენი საუნები, დახურული აუზები... ამ ყველაფრით სარგებლობაა შესაძლებელი“, - ამბობს მარიამ ფოფხაძე.

მისი თქმით, სპა მომსახურებით უფრო ხშირად სასტუმროს დამსვენებლები სარგებლობენ, თუმცა ღია აუზის სტუმრები, ძირითადად, ქართველი მომხმარებლები არიან.

„ჩვენი სპა მიმართულება საკმაოდ დატვირთულია. 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო ვართ და სპაც საერთაშორისო სტანდარტების გვაქვს, ჩვენი სეგმენტიც შესაბამისია“, - ამბობს მარიამ ფოფხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები