მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაველ დუროვი: “დუბაი ევროპაზე უსაფრთხოა მაშინაც კი, როცა რაკეტები დაფრინავენ”

Telegram პაველ დუროვი

პლატფორმა Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) ევროპისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების უსაფრთხოების დონე ერთმანეთს შეადარა.

დუროვმა აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ დუბაის დატოვება და ევროპაში გამგზავრება მოუხდა, რის გამოც იგი არა მხოლოდ ირანის მიერ გაშვებულ „უფასო ფეიერვერკებს“ მოაკლდა, არამედ საკუთარი თავი გაცილებით დიდ რისკს დაუქვემდებარა.

მისი თქმით, ევროპაში კრიმინალის მაღალი დონის გათვალისწინებით, დუბაი სტატისტიკურად უფრო უსაფრთხოა „მაშინაც კი, როდესაც რაკეტები დაფრინავენ“ და იქ დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.

დუროვის განცხადება რეგიონში მზარდი ესკალაციის ფონზე გავრცელდა. კვირას, პირველ მარტს, დუბაიში, დოჰასა და მანამაში მძლავრი აფეთქებების ხმა ისმოდა, რაც ირანის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს უკავშირდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, პორტები და აეროპორტები. საპასუხოდ, საამიროებმა თეირანში საელჩო დახურა, ელჩი გამოიწვია და მომხდარი „უპასუხისმგებლო ესკალაციად“ შეაფასა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ისა და ისრაელის იერიშებს ირანის უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ. ამან გამოიწვია ირანის საპასუხო დარტყმების სერია ისრაელისა და ყურის ქვეყნების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები