მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაველ დუროვმა დეცენტრალიზებული AI გაუშვა – რას წარმოადგენს COCOON?

cocoon

Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა ბაზარზე ახალი დეცენტრალიზებული პროექტი გაუშვა, სახელწოდებით: Cocoon (Confidential Compute Open Network).

ეს დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რომელიც TON-ის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული და კრიპტოტექტნოლოგიას AI-სთან აერთიანებს.

დუროვის განცხადებით, AI-მოდელებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ადამიანები თავიანთ ციფრულ თავისუფლებას კარგავენ და ChatGPT-სა თუ სხვა ბოტებს იმაზე მეტ პირად ინფორმაციას აწვდიან, ვიდრე ეს საჭიროა. სწორედ ამიტომ, მან კონფიდენციალური AI-ის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული და მომხმარებლების მონაცემებს კომერციული მიზნებისათვის არ გამოიყენებს.

Cocoon-ის მუშაობის პრინციპი მარტივია – ის არათუ ცენტრალიზებულ DATA-ცენტრს, არამედ მილიონობით მომხმარებლის გრაფიკულ ბარათს და პროცესორს იყენებს. კომპიუტერული სიმძლავრის მოწოდების სანაცვლოდ, ქსელში ჩართული ოპერატორები გასამრჯელოს სახით Toncoin-ს იღებენ.

როგორც დუროვი აღნიშნავს, Cocoon-ის მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც უსაფრთხო AI-ით სარგებლობა, ასევე ერთგვარი მაინინგის პროცესში ჩართვა, რაც პროექტს ორივე მხარისათვის სარგებლის მომტანად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები