მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაველ ჰერჩინსკი მაკა ბორჭორიშვილს ხვდება

პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან ბაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა დაახლოებით 12 საათივის დაიწყო. შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება გასულ კვირაში მის განცხადებას უკავშირდება, სადაც ელჩი ამბობდა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.

„საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც გაიხსნა დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“.

ელჩის კომენტარი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. პაველ ჰერჩინსკის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა მთავრობაში და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი დაბარება მიზანშეწონილი იყო.

კობახიძის მსგავსად, პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო დაპირისპირებით მუქარაში დაადანაშაულა თბილისი მერმა კახა კალაძემაც. კალაძეც მიიჩნევდა, რომ ევროკავშირის ელჩი აუცილებლად უნდა დაიბარონ და კონკრეტული კითხვები დაუსვან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები