მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Payze-მ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საგადახდო ორგანიზაციის ლიცენზია მიიღო

6246d6b8020d0
BM.GE
01.04.22 14:39
953

Payze-მ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საგადახდო ორგანიზაციის ლიცენზია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც უზბეკეთის ბაზარზე შესვლა სურთ, უკვე შეუძლიათ, Payze-ს პლატფორმას შემოუერთდნენ. უზბეკურ კომპანიებს კი შანსი აქვთ, ისარგებლონ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი საბარათე გადახდებით"-ნათქვამია ინფორმაციაში.

Payze ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირებული ფინანსური ტრანზაქციების ინოვატორია, რომელიც ბიზნესებს ეხმარება იმაში, რომ გადახდები მთელი მსოფლიოდან ერთიანი ინტეგრაციის გზით მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები