მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pegasus-ი ჩეხურ ავიაკომპანია Smartwings-ს €154 მილიონად შეიძენს

Pegasus-ისა და Smartwings-ის თვითმფრინავები
BM. GE
10.12.25 08:45
522

დაბალ ბიუჯეტური თურქული ავიაკომპანია, Pegasus-ი ჩეხურ Smartwings-ს €154 მილიონად შეისყიდის. როგორც ჩანს, Pegasus-ი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიმართულებით ოპერაციების გაზრდას გეგმავს, მას საკუთარი ფლოტისა და სამგზავრო შესაძლებლობების გაზრდის ამბიცია ამოძრავებს. შეთანხმების მიხედვით, ჩეხური კომპანიის მთლიანი საჰაერო ფლოტი, რომელიც ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ოპერირებს Pegasus-ის მფლობელობაში გადავა.

შესყიდვა ევროპული სამოქალაქო ავიაციისათვის კრიტიკულ მომენტში ხდება. Smartwings-ი, რომელიც თავის მხრივ "ჩეხეთის ავიახაზებს" ფლობს, დიდი ხნის განმავლობაში იმგვარ ინვესტორს ეძებდა, რომელიც მის გრძელვადიან მომავალს უზრუნველყოფდა.

შეთანხმების ძალაში შესვლას ჯერ სარეგულაციო ორგანოების მხრიდან დასტური ესაჭიროება, საუბარია როგორც ევროკავშირზე, ისე ჩეხეთისა და თურქეთის შესაბამის ეროვნულ უწყებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები