ავიაკომპანია Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ივნისის თვეშიც გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GASA ავრცელებს, რომელიც თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტია საქართველოში.
მანამდე GASA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Pegasus-მა საავიაციო საწვავის გამო, მაისის თვეში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ივნისშიც რეისების გაუქმების მიზეზი საწვავზე გაორმაგებული ფასია, რამაც მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
"ივნისის თვეში Pegasus Airlines-ის ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საოპერაციო გადაწყვეტილების ფარგლებში აღარ შესრულდება.
ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ოპერირებას აგრძელებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ხოლო ქუთაისის მიმართულებით ფრენების განახლება ივლისის თვიდან იგეგმება", - აღნიშნულია GASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























