ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრიდან, თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus თბილისის აეროპორტიდან მიმართულებას ამატებს. კერძოდ, 2 ნოემბრიდან ავიაკომანია ანკარის მიმართულებითაც იფრენს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფრენების განრიგით ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტალიის, იზმირისა და სტამბოლის მიმართულებით დაფრინავს. სამინისტროს ცნობითვე, Pegasus ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 5 სიხშირით ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს.