მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პეგასუსის ავიახაზებმა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარაში ფრენა დაიწყო

63623ad3bfce8
BM.GE
02.11.22 13:46
522
პეგასუსის ავიახაზებმა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარაში ფრენა დაიწყო. ახალ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას იფრენს.

აღსანიშნავია, რომ ანკარის მიმართულებით 2019-2020 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს “თურქეთის ავიახაზები” ასრულებდა. დღეისათვის, “პეგასუსი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისებს კვირაში 17 სიხშირით ასრულებს.

ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე და აცხადებს, რომ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები