უამინდობის გამო, თბილისსა და ბათუმში ავიარეისები შეფერხებით სრულდება. როგორც bm.ge-ს TAV Georgia-ში უთხრეს, ბათუმის აეროპორტში ქარის, ჭექა-ქუხილის და ნისლის გამო, ავიარეისები ვერ ხორციელდება, და ფრენებს ქუთაისის აეროპორტი იღებს. მათივე ცნობით, გაუქმდა Turkish Airlains-ის და თელავივის რეისები.
რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, ამ დროისთვის ბაქოს რეისი ვერ დაჯდა და უკან, აზერბაიჯანში გაფრინდა, ხოლო სხვა რეისები ჩვეულებრივ განხორციელდა.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, მათი ცნობით, ამინდი კარგი არ არის, თუმცა ფრენებს უპრობლემოდ იღებენ.