უამინდობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. როგორც bm.ge-ს "TAV Georgia"-ში განუცხადეს, დღეისთვის არც ერთი ფრენა არ გაუქმებულა, მათ შორის არც სტამბოლის მიმართულებით, სადაც დიდთოვლობაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტამბოლში მოსული დიდი თოვლის გამო, გაუქმდა სტამბოლი-თბილისის რეისები, შესაბამისად, ვერ შესრულდა თბილისის სტამბოლის ფრენებიც.
თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში დიდთოვლობის გამო, მხოლოდ Turkish Airlines-მა 170 ფრენა გააუქმა სტამბოლის ორივე აეროპორტიდან.