ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა.
როგორც თბილისის აეროპორტის მმართველო კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ Qatar Airways-ი, Jazeera Airways-ი, AZIMUTH-ი, Kuwait Airways-ი, Air Arabia და Fly Dubai.
„Qatar Airways-ის რეისი დოჰა-თბილისი, Jazeera Airways-ის და Kuwait Airways-ის რეისები - ქუვეითი-თბილისი და Fly Dubai-ის რეისი დუბაი-თბილისი, ერევნის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, AZIMUTH-ის რეისი მოსკოვი-თბილისი - ქუთაისში, ხოლო Air Arabia-ს შარჯა-თბილისი - ბათუმში. დღეს დაგეგმილი სტამბოლი-თბილისის რეისები კი უამინდობის გამო გააუქმეს Turkish Airlines-მა და Pegasus Airlines-მა“, - აცხადებენ TAV Georgia-ში.