მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვიყენებთ ყველა სმ²-ს, რათა გამგზავრების ტერმინალის გამტარუნარიანობა გავაუმჯობესოთ და მგზავრებს კომფორტული გარემო შევუქმნათ - თეა ზაქარაძე

TAV Georgia
BM. GE
23.10.23 18:49
90

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალი 2007 წლის თებერვალში გაიხსნა, უკვე საკმაოდ მოძველდა, გამტარუნარიანობის კუთხით შეუძლია, მოემსახუროს 4,3 მილიონ მგზავრს. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს ჩვენ უკვე ველოდებით მგზავრთა ამ რაოდენობას, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა კვადრატული მეტრი თუ სანტიმეტრი, რათა გავაუმჯობესოთ ამ მხრივ ტერმინალი და მგზავრებს შევუქმნათ კომფორტული გარემო, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს გამგზავრების ტერმინალის გაფართოების მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო, რაც ესკალატორებთან მდებარე ღიობების ამოვსებას გულისხმობს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 200 000 ლარია.

„პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, რომელიც 1 თვის წინ დასრულდა, სრულად გამოვცვალეთ და განვაახლეთ სასაზღვრო ჯიხურები, ასევე გავზარდეთ მანძილი სასაზღვრო ჯიხურებსა და უსაფრთხოების კონტროლის წერტილებს შორის. სამუშაოების მეორე ეტაპი არის ესკალატორებთან არსებული ღიობების ამოვსება. ეს პროექტი ემსახურება მგზავრთა გამტარობის გაუმჯობესებას, გაზრდას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალი 2007 წლის თებერვალში გაიხსნა, უკვე საკმაოდ მოძველდა, გამტარუნარიანობის კუთხით შეუძლია, მოემსახუროს 4,3 მილიონ მგზავრს. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს ჩვენ უკვე ველოდებით მგზავრთა ამ რაოდენობას, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა კვადრატული მეტრი თუ სანტიმეტრი, რათა გავაუმჯობესოთ ამ მხრივ ტერმინალი და მგზავრებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. ემატება 220 კვადრატული მეტრი სივრცე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავამატოთ სასაზღვრო ჯიხურები და უსაფრთხოების კონტროლის აპარატები. ვფიქრობ, ამ პერიოდში, თებერვლის ბოლომდე მგზავრებს ექნებათ ცოტა დისკომფორტი, მაგრამ სამაგიეროდ მერე გვექნება განახლებული გაფრენის ტერმინალი“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, 2024 წელს იგეგმება მოფრენის ტერმინალის გაფართოებაც, თუმცა პროექტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები