მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა

TAV Georgia
16.02.24 10:35
1538

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა. მასშტაბური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 2 200 000 ლარი შეადგინა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია “ტავ ჯორჯიამ“ მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით განახორციელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალს ახალი სივრცე შეემატა, რის შედეგადაც გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდა საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი. ასევე, მოეწყობა სწრაფი დერეფანი სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, საჭირო პროცედურები რიგში დგომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, დაგეგმილ ვადაში დასრულდა.

მგზავრებისა და ავიაკომპანიების კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას „ტავ ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს.

ტავ ჯორჯიას” შესახებ:

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები