მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პეიჯერების ოპერაცია” ლიბანში - 3000 აფეთქება და 2750 დაზარალებული

17 სექტემბერს, თბილისის დროით დაახლოებით. საღამოს 5 საათისკენ, ბეირუტში იყო დღის 4 საათი, ჰესბოლას წევრების კუთვნილმა მობილურმა მოწყობილობა პეიჯერებმა მასობრივად დაიწყეს აფეთქება. ამბობენ, აფეთქებები 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან პეიჯერების დეტონაციამდე რამდენიმე წამით ადრე, მოწყობილობამ გამოსცა სპეციალურ ხმა რის შემდეგაც მისმა მფლობელებმა გადაწყვიტეს მიღებული გზავნილის წაკითხვა, ანუ ხელში აიღეს პეიჯერები და სახესთან ახლოს მიიტანეს - შედეგად, 3000-მდე აფეთქებული პეიჯერიდან გამომდინარე, ისრაელის მედია და სხვა მსოფლიო საინფორმაციო წყაროები იუწყებიან რომ დაიღუპა 9, დაშავდა 2750 ადამიანი ანუ მინიმუმ დაიჭრა, რომელთაგანაც 400 არის კრიტიკულ მდგომარეობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები