მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეკინი გაყინული პროდუქტების იმპორტიორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

5f719b892c02e
ნათია თაქთაქიშვილი
28.09.20 18:31
1110
პეკინი გაყინული პროდუქტების იმპორტიორებს მოუწოდებს, პროდუქტის შემოტანა არ განახორციელონ იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN პეკინის ვაჭრობის მუნიციპალურ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გააძლიერონ კონტროლი საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ გაყინულ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმპორტი იმ ადგილებიდან ხორციელდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებია“, - აღნიშნულია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პეკინის ვაჭრობის მუნიციპალური ბიურო ასევე მოუწოდებს კომპანიებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, რათა ხელახლა არ მოხდეს ახალი კორონავირუსის იმპორტირება. ორგანო აღნიშნავს, რომ გაყინული პორდუქტები რისკ ჯგუფებს მიეკუთვნება და ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გაყინულ საკვებში კორონავირუსის ბაქტერიები აღმოაჩინეს.

გამოცემის მიხედვით, ბოლო შემთხვევა რუსეთიდან იმპორტირებულ გაყინულ ზღვის პროდუქტში იქნა აღმოჩენილი, რამდენიმე დღით ადრე კი - ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ თევზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები