მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პეკინში სტიქიას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პეკინი

ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას ჩინეთის დედაქალაქსა და ახლომდებარე რეგიონებში 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პეკინიდან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.

CCTV-ის ინფორმაციით, ორშაბათს, 28 ივნისს, 28 ადამიანი დაიღუპა პეკინის მაიუნის რაიონში, ჰეიბეიში მეწყერს კი ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რვა ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ჩინეთში ძლიერი წვიმა გასული კვირის ბოლოს დაიწყო და პეკინსა და მის შემოგარენში კიდევ უფრო გაძლიერდა ორშაბათიდან, როცა ნალექის სიმაღლემ 543 მმ-ს გადააჭარბა. სტიქიის გამო განხორციელდა 80 322 რეზიდენტის ევაკუაცია.

დაზიანებულია საგზაო და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა, 136 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ორშაბათს, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ წვიმისა და წყალდიდობის უმაღლესი დონის განგაში გამოაცხადა, ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მსხვერპლის შესამცირებლად ძებნა-შველის ოპერაციებისთვის მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური უწყებები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი აარიდონ მდინარეების სიახლოვეს გადაადგილებას, რადგან კვლავ ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები