მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. არაფერია ნათქვამი მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე. იმაზე, რატომ გახდა საჭირო მისი კვლევებისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. იყო ეს გეგმური და შიმშილობის პროტოკოლით გათვალისწინებული, თუ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და თანხმობას აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით.

ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.

განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები