მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პენტაგონი ესპანეთის NATO-დან გარიცხვისა და მოკავშირეების დასჯის გეგმაზე მუშაობს

პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის უწყება გეგმავს, გაატაროს სადამსჯელო ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც ირანთან ომის დროს ვაშინგტონს მხარი არ დაუჭირეს.

Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონის მაღალჩინოსნები ესპანეთისთვის ალიანსის წევრობის შეჩერების საკითხის დაყენებას, ასევე დიდი ბრიტანეთის მხრიდან ფოლკლენდის კუნძულებზე არსებული პრეტენზიის მხარდაჭერის გადახედვას განიხილავენ.

როგორც ირკვევა, ადმინისტრაციის უკმაყოფილება პარტნიორების მხრიდან საჰაერო სივრცისა და ბაზების გამოყენებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი "რთული" პარტნიორების NATO-ს გავლენიანი პოზიციებიდან ჩამოშორების შესაძლებლობასაც სწავლობს. პენტაგონის პრესმდივანმა კინგსლი უილსონმა დაადასტურა, რომ უწყება პრეზიდენტისთვის შესაბამის სტრატეგიულ ვარიანტებს ამზადებს. მისი თქმით, მოკავშირეები კრიტიკულ მომენტში აშშ-ის გვერდით არ იდგნენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმოწერაში ევროპული ბაზების დახურვა ან ალიანსიდან ამერიკის გასვლა ნახსენები არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები