მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პენტაგონმა იაფი და ერთჯერადი დრონების წარმოებისთვის $1-მილიარდიანი ტენდერი გამოაცხადა

პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტმა, იგივე პენტაგონმა სამხედრო დრონების მასობრივი წარმოების ახალი სტრატეგია აამოქმედა.

არსებული ინფორმაციით, უწყების მთავარი მიზანი არა ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი პროდუქტის შექმნა, არამედ იაფი და ერთჯერადი დრონების მასობრივი სისტემის აწყობაა. როგორც ირკვევა, მომავალ კონტრაქტორ კომპანიებს პენტაგონი ერთადერთ მოთხოვნას უყენებს - მათ უნდა შეეძლოთ დრონების მასობრივად, უწყვეტად წარმოება.

თუ მიწოდების ჯაჭვს საფრთხე შეექმნება, კონტრაქტი ავტომატურად გაუქმდება და ომის დეპარტამენტი ახალ მსურველს მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის სატესტო პროექტში ჩართვისა და $150-მილიონიანი ტენდერის მოგებისთვის 25 ამერიკული კომპანიაა იბრძვის. საუკეთესო შედეგის მქონეები კი შემდგომში $850 მილიონის შეკვეთებს მიიღებენ.

პენტაგონის შეცვლილ სტრატეგიაზე საუბრისას ანალიტიკოსები ყურადღებას რუსეთ-უკრაინა ომის გამოცდილებაზე ამახვილებენ.

მათი შეფასებით, იარაღის იაფად და ერთჯერად წარმოების შექმნილმა სისტემებმა ვაშინგტონს არსებული მიდგომების რადიკალურად ცვლილების საჭიროება დაუყენა, რადგან პენტაგონში მიხვდნენ, რომ ქვეყნის ნელი და მძიმე სამხედრო ინდუსტრია ამ მოცემულობით გაცილებით უფრო არაეფექტურები შეიძლება აღმოჩნდნენ, ვიდრე მცირე სახელმწიფოების სწრაფად ადაპტირებადი თავდაცვითი კომპანიები. ინფორმაციისთვის, კიევი ყოველდღიურად 9,000 დრონს აწარმოებს. ამასთან, ფრონტის ხაზზე მიღებული ფიზიკური და ტექნიკის დანაკარგების 70-80% ორივე მხარის შემთხვევაში სწორედ მცირე ზომის უპილოტო აპარატებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები