მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენტაგონმა Meridian-ის პროექტი დაიწყო, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს

meridian

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც Meridian-ის სახელით არის ცნობილი. როგორც ირკვევა, პენტაგონის ახალ ინიციატივას მილიარდერი ილონ მასკი, Anduril-ის დამფუძნებელი პალმერ ლაკი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი უხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ის მიზნად ისახავს მომავლის ბრძოლის ველზე ამერიკის შეერთებული შტატების გრძელვადიანი ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას. პარალელურად, პროექტი ხელოვნური ინტელექტის, დამოუკიდებლად მომუშავე სისტემების, რობოტიკის, ლაზერული ენერგიისა და ბიოტექნოლოგიების კვლევასა და დანერგვაზე ფოკუსირდება.

ხელმძღვანელობის ხედვით, Meridian-ი სამხედრო შესაძლებლობებში არსებულ კრიტიკულ ხარვეზებს გამოავლენს და ახალი იარაღის შემუშავებისა და ტესტირებისთვის ინოვაციურ მიდგომებს შექმნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Meridian-ზე მუშაობა 120 დღეს გასტანს და 2027 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება. პროცესის ფარგლებში მომზადდება საჯარო ანგარიში, რომელსაც სამხედრო ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი საიდუმლო დანართი ექნება. ამ პროცესებში კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, პოლიტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიის სპეციალისტთა ჯგუფიც ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები