Associated Press-ის ინფორმაციით, საოპერაციო საქმიანობის გამარტივების საბაბით, PepsiCo აშშ-ის მასშტაბით ოთხი საწარმოს დახურვასა და 400-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.
ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა და განმარტა, რომ შემცირებები შეეხებათ ცინცინატის შტატის ქარხნის 136, ჩიკაგოს - 131, პენსილვანიის - 127 და ატლანტას საწარმოს 50 თანამშრომელს. მათგან ჩიკაგოში მოქმედი ქარხანა ერთადერთი იქნება, რომელიც სრულად დაიხურება. კომპანია ადასტურებს, რომ დანარჩენი სამი ლოკაცია სასაწყობო დანიშნულებას შეინარჩუნებს.
კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლები 60 დღის განმავლობაში ხელფასს შეინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ პერიოდში მუშაობის ვალდებულება არ ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში PepsiCo-მ გაყიდვების პროგნოზი შეამცირა: გაზრდილი ფასების გამო მომხმარებლები სასმელებისა და ხემსის შეძენისგან თავს იკავებენ, რის გამოც PepsiCo-ს წვენების გაყიდვები, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, 3-3%-ით შემცირდა წლის მეორე და მესამე კვარტალებში.
ამასთან, ივლისი-სექტემბრის პერიოდში კომპანიის წმინდა შემოსავალი 5%-ით, $2.9 მილიარდამდე შემცირდა.