სამშაბათს PepsiCo-მ კვარტალური შემოსავალი გამოაქვეყნა, რომელმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში 2%-ით გაიზარდა.
უოლ-სტრიტის შეფასებებით, კომპანიის მოგება აქციაზე $2,15 უნდა ყოფილიყო, რაც $2,25 იყო, ხოლო, მოსალოდნელი შემოსავალი $23,39 მლრდ, როდესაც კომპანიის შემოსავალი $23,45 მლრდ იყო.
PepsiCo 2023 წლისთვის აქციაზე მუდმივ 13%-იან სავალუტო მოგებას ელოდება, აქამდე, მოგების პროგნოზი 12% იყო.
ამასთან, CNBC-ს ცნობით, კომპანიამ მესამე კვარტალის წმინდა მოგება გამოაქვეყნა, რომელიც $3,09 მლრდ-ია, ანუ თითო აქციის ფასი $2,24-ია, როდესაც, გასულ წელს წმინდა მოგება $2,7 მლრდ, ხოლო თითო აქციის ფასი $1,95 იყო.
მიუხედავად ამისა, PepsiCo-ს წარმოების მოცულობა, რომელიც ხსნის ფასებს და ვალუტის ცვლილებებს, მიმდინარე კვარტალში კვლავ დაეცა, პეპსის ფასების ზრდამ მის პროდუქტზე მოთხოვნა შეასუსტა.