მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავლები აქვს PepsiCo-ს ბრენდებს საქართველოში?

646f34767e99e
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.23 01:00
1142
PepsiCo მსოფლიოში გაზიანი სასმელების, სასუსნავებისა და საკვების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 86 მილიარდ დოლარს აღწევდა. PepsiCo-ს ბრენდები საქართველოში ორი ძირითადი კომპანიის საშუალებით არის წარმოდგენილი, ესენია “იბერია რეფრეშმენტსი”, რომელიც Pepsi-ს, Mirinda-ს, 7up-სა და სხვა გაზიან სასმელებს აწარმოებს. ხოლო მეორე კომპანია, რომელიც PepsiCo-ს ბრენდებს წარმოადგენს არის “ვიმ ბილ დან საქართველო”, რომელიც “სოფლის ნობათისა” და “ჩუდოს” რძის პროდუქციის მწარმოებელია. კომპანია ამავდროულად არის PepsiCo-ს საკუთრებაში არსებული ბრენდების - “ლეისის”, “დორიტოსის”, “ხრუსტიმის”, ასევე წვენების “სანდროას”, “სადოჩოკის” და “ლიპტონის ცივი ჩაის” ოფიციალური იმპორტიორი და დისტრიბუტორი.

კომპანიების გაყიდვების მოცულობები ასე ნაწილდება:

• “იბერია რეფრეშმენტსი” - 2021 წლის შემოსავალი 89 მილიონი ლარი, სრული ზარალი 3.3 მილიონი ლარი;
• “ვიმ ბილ დან საქართველო” - 2021 წლის შემოსავალი 152.9 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 2.9 მილიონი ლარი.

შესაბამისად, PepsiCo-ს ბრენდების ჯამური შემოსავალი საქართველოს ბაზრიდან 2021 წელს 241.9 მილიონ ლარს შეადგენდა.

Pepsico-ს ბრენდებზე უფრო დიდი შემოსავალი აქვს საქართველოში The Coca-Cola Company-ის ბრენდების წარმომადგენელ კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას, რომელმაც 2021 წელს 283 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, “კოკა-კოლას” შემოსავლები ძირითადად გაზიანი სასმელების რეალიზაციას უკავშირდებოდა, რა მიმართულებითაც მისი შემოსავლები Pepsi-ს გაზიანი სასმელების შემოსავლებს საქართველოს ბაზარზე (89 მილიონ ლარს) რამდენჯერმე აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები