მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Perplexity AI-ის შეფასება რეკორდულ $14 მილიარდს აღწევს

perplexity

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ფოკუსირებული სტარტაპის, Perplexity AI-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულს, 14 მილიარდ დოლარს უახლოვდება, რაც წინა წელთან შედარებით $5 მილიარდით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში სტარტაპი მორიგი საინვესტიციო რაუნდის გამართვას და ინვესტორების მხრიდან დამატებით $500 მილიონის მოზიდვას გეგმავს, ამ დროს კი Perplexity AI-ის საინვესტიციო შეფასება სწორედ $14 მილიარდი იქნება.

სილიკონის ველზე დაფუძნებული ეს სტარტაპი AI-ით აღჭურვილ საძიებო სისტემას ავითარებს, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, ChatGPT-ის და Google Search-ის ფუნქციონალს აერთიანებს, რაც მომხმარებელს ნებისმიერ შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხის მიღების საშუალებას აძლევს.

ამ პროდუქტთან ერთად, როგორც ცნობილია, Perplexity აქტიურად მუშაობს AI-აგენტების განვითარებაზე, რაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მორიგ ეპოქალურ ინოვაციად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები