ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანმა კომპანია Perplexity-მ Google-ს Chrome-ის ბრაუზერის შეძენის სანაცვლოდ $34.5 მილიარდის გადახდა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ საუბარია ნაღდ ანგარიშსწორებაზე. მსოფლიოს უდიდესი საძიებო პროგრამის გაყიდვის იდეას არც ისე ურიგოდ მიიჩნევენ Google-ში, რადგან ბოლო წლებში კომპანია ამერიკული თუ საერთაშორისო რეგულატორებისაგან მუდმივ ზეწოლას განიცდის.
Chrome Browser-ს ისინი მონოპოლიად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ თუ Google-ი რეაგირებას არ მოახდენს, კომპანიის წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
Perplexity-ს შეთავაზება საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ კომპანია მომავალი 2 წლის განმავლობაში დამატებით $3 მილიარდის ინვესტირების პირობასაც დებს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ $18 მილიარდად შეფასებული Perplexity თავადაც ფლობს საძიებო პროგრამას, Comet-ს რომელიც მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზეა დამყარებული. ამის მიუხედავად, კომპანია დებს პირობას, რომ Chrome-ისა და Comet-ის ინტეგრაცია არ მოხდება. თანამდებობას შეინარჩუნებენ კომპანიის თანამშრომლებიც.




























