მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პერსპექტიული, მაგრამ არა ფინალური პოზიცია" - ტრამპი პუტინის განცხადებაზე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ტრამპის თქმით, პუტინმა “პერსპექტიული” კომენტარი გააკეთა, თუმცა ეს არ იყო ფინალური პოზიცია.

”იმედია რუსეთი სწორად მოიქცევა”, - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თანახმაა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ამან უნდა მიგვიყვანოს “გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის მთავარი მიზეზების გადაჭრამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები