მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერსპექტივაში, კასპიის ზღვა და შავი ზღვა შესაძლოა ევროპა-აზიის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა გახდეს - ლევან ვეფხვაძე

გემი კონტეინერი

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის და სუეცის არხში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, ლოგისტიკური ხაზების გადალაგების შედეგად BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს კასპიის ზღვა და შავი ზღვა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად იქცეს.

მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში გაცილებით პერსპექტიულად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დატვირთვა გამოიყურება.

“ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას ძალიან ნეგატიური ეფექტი ექნება ჩვენს ეკონომიკაზე, რადგან ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა, მათ შორის ნავთობპროდუქტების და არა მარტო, რომელიც ამ სრუტიდან მოდის. შესაბამისად, ლოგისტიკის მოშლა ზოგადად პრობლემას შექმნის.

ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყარსი-ახალქალაქის პირდაპირი სარკინიგზო დამაკავშირებელი ხაზით, რომელიც ჯერჯერობით ვერ დავტვირთეთ, მასზე მუშაობა გაგრძელდეს და მივიღოთ ტვირთები ჩინეთიდან და თურქეთის გავლით მოხდეს გატანა ევროპაში, თუმცა ეს ერთადერთი გზა არ არის საკონტეინერო გადაზიდვებისთვის. სხვა შესაძლებლობაც არის და ვფიქრობ, შუა დერეფანს აქვს შანსი, რომ ამ სიტუაციაში მეტად მოემსახუროს გადამზიდავ კომპანიებს.

მეორე სირთულე, რაც შეიძლება შეიქმნას პერსპექტივაში, ეს არის უკვე სუეცის არხი და იცით, რომ წითელი ზღვა და ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენის მუქარები — ამან შეიძლება მთლიანად მოარღვიოს ლოგისტიკური ხაზი და საქართველო და კავკასია, კასპიის ზღვა და შავი ზღვა გახდეს ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ევროპა-აზიას შორის. ამ კუთხით მთავარია, რომ ჩვენ მოვახერხოთ და მოვემსახუროთ ამ ტვირთებს, თუმცა ჩვენი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ზოგადად ის ტვირთბრუნვა, რომელიც დღეს ევროპა-აზიას შორის არსებობს”,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები